ავტორი:

"ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია" - პატრიარქის წერილი თამაზ გინტურთან დაკავშირებით

"ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია" - პატრიარქის წერილი თამაზ გინტურთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.

"კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა.

ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.

ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა", -ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ნახეთ ასევე: