ავტორი:

"ქორწილს რაც შეეხება, სასწაული რამე უნდა ვთქვა და იმედია არ ეწყინებათ..." - რატომ ამბობს უარს თათა გიორგობიანი თეთრ საპატარძლო კაბაზე და რას ჰყვება რჩეულზე?

"ქორწილს რაც შეეხება, სასწაული რამე უნდა ვთქვა და იმედია არ ეწყინებათ..." - რატომ ამბობს უარს თათა გიორგობიანი თეთრ საპატარძლო კაბაზე და რას ჰყვება რჩეულზე?

"ღამის შოუს" ბენდის წევრი, მომღერალი თათა გიორგობიანი პროფესიით ფსიქოლოგია. მას სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, სადაც ყოველდღიურად უამრავ ფსიქოლოგიურ რჩევას უზიარებს. პოპულარული მომღერალი ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სამომავლოდ პროფესია ბიზნესის მიმართულებით აირჩია, რასაც დრო და ენერგიაც დაუთმო, თუმცა ჰობმა თავი ისევ შეახსენა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპზე, მთავარი პროფესიაც არის...

თათა არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მას შეყვარებული ჰყავს. მისი რჩეული კონსტანტინე მოსიძეა, რომელიც ეკონომისტი და ბლოგერია. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

თათა ჟურნალ "სარკესთან" კონსტანტინეზე და საქორწინო სამზადისზე საუბრობს:

- დიდი ხანია შეყვარებული ვარ, მაგრამ მე და ჩემს რჩეულს შეთანხმება გვქონდა, რომ ვიდრე ურთიერთობას ოფიციალურს არ გავხდიდით, საიდუმლოდ შეგვენახა. თავად გადაწყვიტა, რომ სიურპრიზად გაეკეთებინა და ჩვენი სიყვარული გაესაჯაროებინა. მართლა არ ველოდი, ეს ჩემს გადაცემაში თუ მოხდებოდა. თავიდან ცოტა გავბრაზდი, რატომ არ შემითანხმეთქო, მერე მივხვდი რომ მამაკაცის მხრიდან ძალიან სწორად მოიქცა და ამით ყველას დაანახა, მე ეს გოგო მიყვარს და ჩემი არის.

- საიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

- თავდაპირველად საქმიანი ურთიერთობით შევხვდი, სარეკლამო გადაღებაა მქონდა, პიარის კუთხით უნდა დავხმარებოდი მის კომპანიას. შემდეგ შევამჩნიე რომ სხვანაირად მიჟუჟუნებდა თვალებს. მალე მივხვდი რომ რეკლამის გარდა სხვა ინტერესებიც ჰქონდა ჩემს მიმართ. თავიდან ზრდილობიანად და კულტურულად ვცდილობდი ჩამომეშორებინა, მაგრამ გაოგნებული დავრჩი მისი ზრდილობით და მოზომილი მანერებით.

ზოგადად ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო ხოლმე, როცა ვატყობდი რომ მამაკაცს სხვანაირი ინტერესები ჰქონდა ჩემს მიმართ ეგრევე დისტანცირებას ვიწყებდი. მან ძალიან სწორი ნაბიჯი გადმოდგა. არც არაფერი დაუძალებია და არც ყურადღება მოუკლია. ძალიან სწორი და მოზომილი შუალედები დაიჭირა.

- როდის გეგმავთ ქორწილს და როგორი იქნება ეს დღე?

- კონკრეტული არაფერი გადაგვიწყვეტია, ახლა ვგეგმავთ, ვაპირებთ ჩვენი ქორწინების ოფიციალურად გაფორმებასაც. რაც შეეხება ქორწილს, სასწაული რამე უნდა ვთქვა და იმედია არ ეწყინებათ ადამიანებს ვის ქორწილშიც მიმღერია. ქორწილები ძალიან არ მიყვარს, მირჩევნია მცირე წრეში შინაურულად აღვნიშნო. არც ბავშვობაში და არც შემდეგ თეთრ საპატარძლო კაბაზე არ მიოცნებია. რეკლამაში გადამიღეს და მაშინაც მივხვდი რომ ეს ჩემი არ იყო.

- იქნებ ერთ დეტალი მაინც გაგვანდო როგორი იქნება ქორწილის დღე

- მართლა არ ვიცი. ზოგადად არ ვარ ადამიანი, რომელიც სტატუსებსა და იარლიყებს ეკიდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ბედნიერი. ამიტომ შტამების დარტყმას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია ერთად ვიყოთ ბედნიერი. თუ როდის იქნება ჩემი ქორწილის დღე მართლა არ ვიცი.