ავტორი:

საერთაშორისო სკანდალი: ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ მსოფლიო მედიასაშუალებები 7 ოქტომბრის თავდასხმის საქმის კურსში იყვნენ - როგორია პასუხი ბრალდებაზე?

საერთაშორისო სკანდალი: ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ მსოფლიო მედიასაშუალებები 7 ოქტომბრის თავდასხმის საქმის კურსში იყვნენ - როგორია პასუხი ბრალდებაზე?

ისრაელი საერთაშორისო მედიასაშუალებებს ახსნა-განმარტებას სთხოვს. მათი თქმით, 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის გაშუქებისას, ფოტოგრაფები ადგილზე იმყოფებოდნენ. ისრაელის პრემიერის ოფისი მედიასაშუალებებს აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ისინიც დანაშაულის თანამონაწილეები ყოფილიყვნენ.

  • საერთაშორისო მედია ორგანიზაციებმა უარყვეს ბრალდება და განაცხადეს, რომ მათ თავდასხმის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ მიუღიათ.

ისრაელის მთავრობამ ფოტორეპორტიორების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღება მოითხოვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა X-ზე დაწერა: "სახალხო დიპლომატიის ეროვნული დირექტორატი თვლის, რომ საერთაშორისო მედიასთან მომუშავე ფოტოჟურნალისტები ტერორისტების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების გაშუქებით, მათ შეუერთდნენ. ეს ჟურნალისტები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები გახდნენ. მათი ქმედებები პროფესიულ ეთიკას ეწინააღმდეგება",- ნათქვამია განცხადებაში.

"ერთ ღამეში, დირექტორატმა მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებს წერილი მისწერა, რომელშიც ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვეს. სახალხო დიპლომატიის ეროვნული დირექტორატი სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვს" - წერია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ისრაელის მთავრობა მას შემდეგ აღშფოთდა, რაც ებრაელმა დიპლომატმა მედიის დამკვირვებლის მოხსენება გააზიარა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ "ჰამასის" თავდასხმის მომენტში ფოტოჟურნალისტები კამერამ დააფიქსირა.

ისრაელის გენერალურმა კონსულმა ტორონტოში, იდიტ შამირმა მოხსენება გამოაქვეყნა და მას შოკისმომგვრელი გამოაშკარავება უწოდა.

მოხსენებაში იდენტიფიცრებულია 6 ფოტოჟურნალისტი, რომლებიც ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, როგორიცაა Reuters, CNN და AP. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებს წინასწარ ჰქონდათ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია. თუმცა თავად ამ ორგანიზაციებმა ბრალდებები უარყვეს: "Reuters-მა ფოტოები ღაზაში მცხოვრები ორი ფოტოგრაფისგან შეიძინა, რომლებიც 7 ოქტომბრის დილას საზღვარზე იმყოფებოდნენ". ბრალდება CNN-მაც უარყო და განაცხადა, რომ მათ მოხსენებაში ჩამოთვლილი 6 ფოტოგრაფიდან ერთ-ერთთან, ჰასან ესლაიასთან კავშირი უკვე გაწყვიტა.

წყარო: timesofisrael

მოამზადა: ანა სიბოშვილმა