ავტორი:

როცა ტექნოლოგიური პროგრესი ხვდება სოციალურ პასუხისმგებლობას - კომპანიები BEKO და Acer წარმატებული სტუდენტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

როცა ტექნოლოგიური პროგრესი ხვდება სოციალურ პასუხისმგებლობას - კომპანიები BEKO და Acer წარმატებული სტუდენტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

მათ ის წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მოიპოვეს. დაჯილდოების ცერემონია GITA-ს სკოლაში გაიმართა.

სიმბოლური საჩუქარი - ლეპტოპი ოთხმა სტუდენტმა მიიღო. ესენი არიან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ლუკა ლიკლიკაძე და ანასტასია კეკენაძე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი თიკო ქელდიშვილი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთევან შავაძე.

კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დაჯილდოების ცერემონია აკადემიურად წარმატებული სტუდენტებისთვის ნათელი მომავლის მხარდაჭერას ემსახურება და ქართველო სტუდენტებისთვის არის გზავნილი, რომ მათი შრომა აუცილებლად დაფასდება, ხოლო განსაკუთრებული შრომა - განსაკუთრებით.

"BEKO-ს ბრენდის პოლიტიკის ერთი-ერთ მთავარ პრიორიტეტს სოციალური პასუხისმგებლობა და ახალგაზრდების და სტუდენტების მხარდაჭერა წარმოადგენს. ყოველწლიურად ვცილობთ, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ. წელს, ჩვენს ინიციატივას Acer-იც შემოუერთდა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ყველა ის სტუდენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულა მიიღო, სიმბოლური საჩუქრებით დაგვესაჩუქრებინა და ეს ყოფილიყო ერთგვარი მოტივაცია მათთვის, რომ შრომა აუცილებლად ფასდება," - აღნიშნა BEKO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ხატია ტყებუჩავამ.

"გარდა იმისა, რომ გვაქვს ფართო სერია საგანმანათლებლო სპეციფიკისთვის მორგებული ნოუთბუქები თუ სხვა მოწყობილობები, ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროექტებშიც. აქედან გამომდინარე, მხარს უჭერს ახალგაზრდების განვითარებას სწორედ ამ ჭრილში. ძალიან მოხარული ვარ ამ 4 არაჩვეულებრივი ახალგაზრდის წარმატებით. ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. ჩვენი წამახალისებელი საჩუქარი კი არის სიმბოლური ჟესტი, რომ მათი შრომა მომავალშიც დაფასდება," - განაცხადა კომპანია Acer-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა კავკასიის რეგიონში, ნანა ვოლდეიძემ.

თავის მხრივ, სტუდენტებმა კომპანიების წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათ მომავალ საქმიანობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

"ძალიან გამიხარდა ეს პრიზი. მადლობა მინდა გადავუხადო BEKO-ს და Acer-ს ამ საჩუქრისთვის. ტექნოლოგიები ერთ-ერთი წამყვანი დარგია მსოფლიოში და მეც მინდა, რომ ჩემი მომავალი ამ სფეროს დავუკავშირო. ეს ლეპტოპი ამაში და ჩემი ოცნებების მიღწევაში ძალიან დამეხმარება," - განაცხადა სტუდენტმა, ლუკა ლიკლიკაძემ.

"გამომდინარე იქიდან, რომ მომავალი პროგრამისტი ვარ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ჯილდოს მიღება. ეს არის ერთგვარი დაფასება იმ შრომისა და წარმატებებისა, რაც აქამდე მიმიღწევია. მადლობას ვიხდი BEKO-ს და Acer-ს ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის," - აღნიშნა სტუდენტმა, ანასტასია კეკენაძემ.

R