ავტორი:

"ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ასე ტანჯავ..." - რომან გოცირიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ასე ტანჯავ..." - რომან  გოცირიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა- წამება - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთელს ოპოზიციას აზიანებს.

"დუღილი მიდის "ნაციონალურ მოძრაობაში," როგორ შეიქმნას ახალი კოლექტიური მმართველობა, რომელიც ამ პარტიაში მეტ-ნაკლებ მშვიდობას შექმნის, არაფერი აქედან არ გამოვა. რა ხდება იცით? - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ჯერ ერთხელ მოაჭრი, მერე მეორედ, მესამედ და ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება. "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება, ნაცვლად იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას პრობლემა, ხდება კუდის ეტაპობრივი მოჭრა მცირე ზომებით დიდი სიყვარულის გამო, ეს უნდა მორჩეს, ყველას გვაზიანებს,"- განაცხადა გოცირიძემ.