აშშ-ში ასობით მომიტინგე ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. მათ, მოგვიანებით, გაზეთ New York Times-ის შენობის ფოიე დაიკავეს და იქ განაგრძეს ღაზაში თავდასხმაზე პროტესტი. ისინი ბაიდენს გენოციდის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ და ებრაული სახელმწიფოს ლიკვიდაციას ითხოვდნენ.
დემონსტრანტების ჯგუფმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა და სკანდირებდნენ: "მდინარიდან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი იქნება". მათ აშშ-ს პრეზიდენტსაც მიმართეს: "ბაიდენ, ვერ დაიმალები, შენ გენოციდს უჭერ მხარს".

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის მთავარსარდალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის "ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა არ არსებობს".
"New York Times-ს პასუხს მოვთხოვთ გენოციდის წაქეზებისთვის. New York Times, ვერ დაიმალები, ბრალს გენოციდში გდებთ!" გარკვეულმა ჯგუფმა, გაზეთის რედაქციის შენობის გარეთ მდგომი პოლიციის მანქანის ფანჯარა ჩაამსხვრია და მის გვერდით, სპრეით "FREE GAZA" მიაწერა. მომიტინგეების თქმით, მათ პალესტინელების მოკვლაში თანამონაწილეობისთვის გაზეთის სარედაქციო კოლეგიის მხილება სურდათ.

ერთ ამაღელვებელ მომენტში, 22 წლის ებრაელ სტუდენტს დემონსტრანტები გარს შემოეხვივნენ, როცა ის ყვიროდა: "გაუმარჯოს ისრაელის ლამაზ სახელმწიფოს". შემდეგ სტუდენტმა ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი ებრაელის პოსტერი ააფრიალა: "როცა იქ მივედი, საჭიროება ვიგრძენი, რომ ბრბოში ერთადერთი ხმა ვყოფილიყავი, ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა",- ყვებოდა ბიჭი პრესასთან.

"ებრაულად გავიძახოდი, "გაუმარჯოს ისრაელის ხალხს" , როცა ისინი ჩემთან მოვიდნენ და პოსტერი ხელიდან გამომგლიჯეს. როცა მიხვდნენ, რომ მძევლის ფოტო იყო, დამიყვირეს: "წადი, ისრაელში დაბრუნდი",- ყვებოდა განაწყენებული სტუდენტი.

წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა