გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესი გამოიწვია. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა. გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ", - აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, რაფაელ შეპელევი საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს. იგი რუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" წევრია. მას 12 ოქტომბრის შემდეგ ეძებდნენ. მისი მეგობრები ამბობენ, რომ შეპელევი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა, რადგან მის წინააღმდეგ, ისევე როგორც სხვა აქტივისტების წინააღმდეგ, იქ დაუსწრებლად აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები. ამიტომ მათთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ის რუსეთში. აქტივისტის მეგობრები არ გამორიცხავდნენ მის გატაცებასაც. 13 ოქტომბერს, აქტივისტის გაუჩინარების მეორე დღეს, პორტალმა "Первый отдел" დაწერა, რომ ვლადიკავკაზის ადგილობრივმა სასამართლომ რაფაელ შეპელევი წვრილმან ხულიგნობაში სცნო დამნაშავედ. მოგვიანებით კი, მას ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
შეპელევის გაუჩინარებაზე წერს რუსული ოპოზიციური მედია. მათი ინფორმაციით, შეპელევი რეგულარულად მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციებში. ამ საკითხზე ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრებით.
- უცნაური რაღაც ხდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი ჩანერგილი ყოფილიყო და თბილისში მცხოვრებ რუსებს უთვალთვალებდა. შესაძლოა, მიიღო ინსტრუქცია, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა საქართველო და ამის შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში აღმოჩნდა. ვფიქრობ, აქ ემუქრებოდა საფრთხე...წაიკითხეთ სრულად