ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა - ფოტოები პარიზიდან

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა - ფოტოები პარიზიდან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა. ფოტოებს ზურაბიშვილის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს. პრეზიდენტი საფრანგეთში მშვიდობის ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

ზურაბიშვილმა 8 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას გააგრძელებდა და პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. მისივე ინფორმაციით, ამავე ფორუმზე გამგზავრებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გეგმავდა.

ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში, პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად, მთავრობისთვის თანხმობა არ მოუთხოვია.

საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილისთვის ეს პირველი ვიზიტია.

ცნობისთვის, საფრანგეთში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი მაკრონს გუშინ შეხვდა.