ავტორი:

თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი"?- რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?!

თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი"?- რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?!
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

დიდი მსტოვრობა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან დაიწყო: იხსნებოდა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, საკონსულოები, ფირმების სავაჭრო წარმომადგენლობები ანუ ლეგალური ჯაშუშობის ე.წ. "სახურავები“. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მსოფლიოს "ჭადრაკის დაფაზე" ელვის უსწრაფესად იზრდება. ამიტომაც ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურობა ამ რეგიონში. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის, ევროპის წამყვანი ქვეყნების, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, საუდის არაბეთის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. მათი დაინტერესების ობიექტებია, როგორც საქართველოს, ასევე - ერთმანეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, სოციალურ-კულტურული და ა.შ. საკითხები.

შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის თბილისი სხვადასხვა გარემოებათა გამო "ჯაშუშთა ქალაქია", სადაც მრავალი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა მათი სპეცსამსახურების ინტენსიური საქმიანობით გამოიხატება. ეს კი საზოგადოებისთვის ფარულად, მძიმე და დაუნდობელი ოპერატიულ-აგენტურული დაპირისპირებით მიმდინარეობს. რა უპირისპირებენ ყოველივე ამას საქართველოს სპეცსამსახურები?

სუს-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პარლამენტში წარადგინასას, ამ უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა შემდეგი განაცხადა: "2022 წელს შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისაკენ. . . . . .

სამსახური 24-საათიან რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების შესახებ, რომლებიც რამე ფორმით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.

დამაიმედებელი განცხადება კი არის, თუმცა უკვე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა, რომლისგან მომდინარე საფრთხე შეიძლება ჯერ ნაკლებადაა გააზრებული, თუმცა მომავალში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ეს, უკანასკნელ პერიოდში, რუსეთიდან შემოსული "ლტოლვილ–გამოქცეულ–შემოპარულთაგან“ მომდინარე პოტენციური საფრთხეა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან სავიზო კონტროლის გარეშე ათასობით ადამიანი შემოვიდა. მათ შორის რამდენი დარჩება მუდმივად საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში და მათგან რამდენია "არალეგალი ჯაშუში", არავინ იცის.

საფრთხე კი ძალზე რეალურია. ათასობით რუსეთის მოქალაქის შემოსვლა და გადაადგილება, მათ მიერ შეძენილი უძრავ–მოძრავი ქონების "მშვიდობიანი მიზნებით“ გამოყენების გაკონტროლება ნამდვილად არაა მარტივი ამოცანა. ამას ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ. გააგძელეთ კითხვა