ავტორი:

ღარიბაშვილი, ზურაბიშვილი, ფაშინიანი და სხვები ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სახელით გამართულ ვახშამზე ელისეს სასახლეში (ფოტოები)

ღარიბაშვილი, ზურაბიშვილი, ფაშინიანი და სხვები ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სახელით გამართულ ვახშამზე ელისეს სასახლეში (ფოტოები)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდნენ. ვახშამი "პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.

გთავაზობთ ფოტოებს მიღებიდან:

მონაკოს პრინცი ალბერი
შვეიცარიის პრეზიდენტი ალენ ბერსე და მისი მეუღლე ელისეს სასახლეში
ალბანეთის პრემიერი ედი რამა და მისი მეუღლე მიღებაზე
ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და მისი მეუღლე მაკრონებთან