ავტორი:

მარსიდან ქვები დედამიწაზე ცვივა - მათ ასაკში დიდი საიდუმლო იმალება: რას ამბობენ მეცნიერები?

მარსიდან ქვები დედამიწაზე ცვივა - მათ ასაკში დიდი საიდუმლო იმალება: რას ამბობენ მეცნიერები?

კაცობრიობას მარსზე ფეხი ჯერ არ დაუდგამს, მაგრამ დროთა განმავლობაში მარსი თავად მივიდა ადამიანებთან - ქვის ნატეხები წითელი პლანეტიდან დედამიწაზე აღმოაჩინეს. ქანები, რომელთა წარმოშობა ნამდვილად მარსს უკავშირდება და რომლებიც დედამიწაზე გამოჩნდა, წითელ პლანეტაზე ცოტა ხნის წინ წარმოიქმნა. გამომდინარე იქიდან, რომ მარსის ზედაპირი უკვე კარგად არის შესწავლილი და აღმოჩენილი ქანებისგან განსხვავებით, ქვის ნატეხები საკმაოდ ძველია. გამორიცხული არც ის არის, რომ არასწორია ქანების წარმოქმნის გამოთვლებიც.

დათარიღების სხვადასხვა ტექნიკამ სხვადასხვა შედეგი გამოიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები ბოლომდე არ არიან დარწმუნებულნი იმ დებულებებში, თუ როდის წარმოიქმნა ეს ქანები მარსზე. ამჟამად მეცნიერები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ამტკიცებენ, რომ კლდის ნატეხები, რომლებიც დედამიწაზე აღმოაჩინეს, ახალია - ის სულ რაღაც რამდენიმე ასეული მინილიონი წლისაა. ამ ინფორმაციამ კი შეიძლება მოგვაწოდოს მინიშნებები იმის შესახებ თუ რამდენ ხანს დასჭირდა მეტეორიტებს აქ მოხვედრა, ასევე წარმოდგენა შეგვექმნას, მარსზე მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებზე.

  • "გარკვეული ქიმიური მახასიათებლებიდან ვიცით, რომ ეს მეტეორიტები ნამდვილად მარსიდან არის“, - ამბობს ვულკანოლოგი ბენ კოენი გლაზგოს უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

ამ დროისთვის დედამიწაზე დაახლოებით 360 მეტეორიტის ნიმუშია ნაპოვნი, რომლებიც დაზუსტებით მარსიდან არის. მათი უმეტესობა კლასიფიცირებულია, როგორც შერგოტიტი - მეტალებით მდიდარი მარსის ქანების ტიპი, რომელიც ვულკანური აქტივობის დროს არის ჩამოყალიბებული. შერგოტიტის ასაკის დასადგენად გამოყენებული მეთოდი ცნობილია როგორც არგონის დათარიღება, რომელიც დაფუძნებულია რადიოაქტიური კალიუმის არგონად დაშლაზე.

ვინაიდან ეს დაშლის სიჩქარე წარმოქმნის არგონის იზოტოპების ცნობილ თანაფარდობას, მეცნიერებს შეუძლიათ შეხედონ ამ თანაფარდობას იმის დასადგენად, თუ რამდენ ხანს მიმდინარეობს რადიოაქტიური დაშლა და კლდის ნიმუში ამგვარად დაათარიღონ. მეცნიერებმა დაათარიღეს შერგოტიტის შვიდი ნიმუში, მათი ასაკი კი 161 მილიონიდან 540 მილიონ წლამდე მერყეობს. მკვლევარები ამბობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხშირი აფეთქებები მარსზე, რომელმაც დაარღვია ძველი ზედაპირი და გამოააშკარავა ქვემოდან ახალი კლდე, რომელიც სავსეა ვულკანური აქტივობით.

საბოლოოდ, უფრო სავარაუდო ხდება, რომ ახალი კლდე გათხრილი და ამოგლეჯილია. მარსის ვულკანური აქტივობა შესაძლოა, დღესაც მიმდინარეობდეს. მეცნიერთა შეფასებით, ყოველწლიურად დაახლოებით 200 ზემოქმედება 4 მეტრზე მეტი დიამეტრის კრატერებს ქმნის. ასე რომ, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ახლად წარმოქმნილი ქანები, მზის სისტემის გარშემო შემოვლითი გზით ხანდახან დედამიწისკენაც ეშვებიან...წყარო

მოამზადა: ეკა დარჩიაშვილმა