ავტორი:

"ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა..." - სერგეი ლავროვი

"ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა..." - სერგეი ლავროვი

"ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა ევროკავშირი ვერ შეძლებს მოსკოვის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვი გამოეხმაურა დასავლურ მედიაში გავრცელებულ პუბლიკაციებს ყაზახეთთან დაკავშირებით.

"ეს მხოლოდ პუბლიკაციებს არ ეხება. იქ, დასავლური სამყაროს ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ უაზრო განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოვა“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიულად რუსეთი ამ რეგიონებში მდებარეობს და არსად გაქრება.

მისი თქმით, მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა "ეს ძალიან კარგად იციან".

კერძოდ, ლავროვი გამოეხმაურა დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, რომელშიც ყაზახეთს "რუსეთის უკანა“ ეზო უწოდეს და აღნიშნა, რომ "სისულელეა“.

"ეს ყველაფერი სისულელეა. ეს ყველაფერი საინფორმაციო ომებია და ა.შ. ყაზახეთი სუვერენული ქვეყანაა“, - აღნიშნა მან.