ავტორი:

ვიდრე პუტინი სტალინისდროინდელ ტანკებით იბრძვის, ამერიკამ ულტრათანამედროვე "სტელსი" ააფრინა ჰაერში... - რას წარმოადგენს ბომბდამშენი, რომელიც საიდუმლოდ დამზადდა?

ვიდრე პუტინი სტალინისდროინდელ ტანკებით იბრძვის, ამერიკამ ულტრათანამედროვე "სტელსი" ააფრინა ჰაერში... - რას წარმოადგენს ბომბდამშენი, რომელიც საიდუმლოდ დამზადდა?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

სხვა დროს ეს მოვლენა მთელი მსოფლიოს ახალი ამბების სააგენტოების მთავარი ნიუსი იქნებოდა,მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენს პლანეტაზე ერთდროულად 55-ზე მეტი შეიარაღებული კონფლიქტი და ომი მიმდინარეობს, თითქოს რაღაცნაირად ჩაიკარგა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 10 ნოემბერს ჰაერში პირველად ააფრინა ულტრათანამედროვე "სტელსის“ ბომბდამშენი B-21 Raider -ი.

ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ცნობილი ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კორპორაცია Northrop Grumman -ი დიდი საიდუმლოების ქვეშ ამზადებდა უახლეს საბრძოლო თვითმფრინავს, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა ამავე კორპორაციის ლეგენდარული B-2 Spirit -ი, ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ გამოჩნდა... "შორი მოქმედების დამრტყმელი ბომბდამშენის“ პროექტის თანახმად შექმნილ ახალ საბრძოლო თვითმფრინავს აშშ-ის სტრატეგიული "ბირთვული ტრიადის“ საავიაციო კომპონენტში ერთდროულად უნდა ჩაენაცვლებინა, როგორც "უხილავი“ B-2 Spirit -ის,ისე ზებგერითი B-1B Lancer -ისტიპის სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები.

დღეისათვის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში იმყოფება სტრატეგიული დანიშნულების 76 ერთეული B-52H Stratofortress, 45 ცალი B-1B Lancer და 20 ერთეული B-2Spirit -ი,რომლებსაც ჰაერში საწვავით რამდენჯერმე გაწყობის შემდეგ შეუძლიათ თავისუფალვარდნადი (გრავიტაციული) თერმობირთვული საავიაციო ბომბებითა და მართვადი ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით საჰაერო დარტყმების მიყენება ერთი კონტინენტიდან მეორეზე. გააგრძელეთ კითხვა