ავტორი:

"პროფესიულ ამბებს გადასაღებ მოედანზე ვტოვებთ... შინ კი შვილები და ერთმანეთი გვყავს" - პენელოპე კრუსისა და ხავიერ ბარდემის ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო

"პროფესიულ ამბებს გადასაღებ მოედანზე ვტოვებთ... შინ კი შვილები და ერთმანეთი გვყავს" - პენელოპე კრუსისა და ხავიერ ბარდემის ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო

"ჩვენი უცვლელი წესია, რომ პროფესიულ ამბებს გადასაღებ მოედანზე ვტოვებთ და რეალურ ცხოვრებაში არ ვურევთ. ჩვენი გმირები კამერის წინ რჩებიან. სახლში კი შვილები და ერთმანეთი გვყავს" - პენელოპე კრუსისა და ხავიერ ბარდემის ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო

პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი პირველად ეკრანზე ერთად 1992 წელს გამოჩნდნენ. მეტიც, რამდენიმე ეროტიკულ სცენაში ითამაშეს და ორივე მათგანი მალევე ყველაზე მიმზიდველი მსახიობების სიაში შეიყვანეს. ხავიერი იხსენებს: "თვალს ვერ ვაშორებდი. ჩვენ შორის ნაპერწკალი მაშინვე გაჩნდა, მაგრამ მაშინ პენელოპე 16 წლის იყო. ამიტომ, არაფერი მომხდარა.“

მეორედ მსახიობები 2007 წელს, ფილმისთვის "ვიკი კრისტინა ბარსელონა" გაერთიანდნენ და უკვე ერთმანეთი რეალურ ცხოვრებაშიც შეუყვარდათ:

"პირველი ნაბიჯის გადადგმა ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ გაბედა. არ ვიცი, რა იყო მიზეზი. ალბათ, მორცხვები ვიყავით... მოკლედ, გადაღებების დასრულებამდე ჩვენ შორის არაფერი იყო. საბედნიეროდ, იმ დროს ჩვენი საერთო მეგობარი წვეულებას აწყობდა და მე და პენელოპე იქ ცოტა დავმშვიდდით. დანარჩენი, როგორც ამბობენ, ისტორიაა.“ - იხსენებს ხავიერ ბარდემი. გააგრძელეთ კითხვა