ავტორი:

რატომ გახდა ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის მთავარი სამიზნე - სრულად გათიშული სამედიცინო ცენტრი, რომელსაც "ჰამასი" ფარად იყენებს

რატომ გახდა ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის მთავარი სამიზნე - სრულად გათიშული სამედიცინო ცენტრი, რომელსაც "ჰამასი" ფარად იყენებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-შიფას საავადმყოფოში მძიმე და სახიფათო ვითარებაა, ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშულია და საკვებისა და წყლის დეფიციტია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მუდმივმა სროლამ და დაბომბვამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაამწვავა უკვე კრიტიკული გარემოებები და რომ ალ-შიფა აღარ ფუნქციონირებს, როგორც საავადმყოფო.

ისრაელის სამხედროებმა გაიმეორეს, რომ მზად არიან, ათობით დაუცველი ახალშობილის ევაკუაცია განახორციელონ და ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანონ.

"ჩვენ მუდმივად ხაზზე ვართ საავადმყოფოს პერსონალთან. პერსონალმა ითხოვა, რომ დავეხმაროთ პედიატრიულ განყოფილებიდან ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ", - განაცხადა გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

  • ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოს ქვეშ "ჰამასის“ შტაბია და რომ დაჯგუფება მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

"ალ-შიფას ქვეშ მდებარე ბუნკერებშია განთავსებული ტერორისტების შტაბი, ისინი პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და ბრძოლების შედეგად დევნილ ათასობით ადამიანს ფარად იყენებენ" - ამბობენ ისრაელის მთავრობაში.

საავადმყოფოს ადმინისტრაციაში აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.

პალესტინური მედიის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ვინც საავადმყოფოს კომპლექსის შენობებს შორის მოძრაობს ან თუნდაც ცდილობს, დატოვოს ტერიტორია, ისრაელის სამხედროების მხრიდან სროლის სამიზნე გახდა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს აუდიოჩანაწერ, სადაც ჩანს, რომ მათი ოფიცერი ღაზის საავადმყოფოების პერსონალს ინსტრუქციებს აძლევს, როგორ დატოვონ საავადმყოფოები უსაფრთხოდ სამხრეთის მიმართულებით.

ალ-შიფა ქალაქ ღაზაში უმსხვილესი საავადმყოფოა. პერსონალი ამტკიცებს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო სამი დღენაკლული ჩვილი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, საფრხეშია 37 ჩვილის სიცოცხლეს. პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საავადმყოფოში ჯერ კიდევ რჩება მინიმუმ 2 300 ადამიანი, მათ შრის დევნილები, რომლებიც შენობას თავს აფარებენ.