ავტორი:

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, რომლებიც ჯო ბაიდენის შვილიშვილს იცავენ, სამ პირს ცეცხლი გაუხსნეს: უცნობი პირები სამთავრობო მანქანის ფანჯრის ჩამტვრევას და მასში შეღწევას ცდილობდნენ

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, რომლებიც ჯო ბაიდენის შვილიშვილს იცავენ,  სამ პირს ცეცხლი გაუხსნეს: უცნობი პირები სამთავრობო მანქანის ფანჯრის ჩამტვრევას და მასში შეღწევას ცდილობდნენ

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, რომლებიც ჯო ბაიდენის შვილიშვილს იცავენ, ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც სამი პირი საიდუმლო სამსახურის ავტომობილში შეჭრას ცდილობდა , - ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

The Associated Press-ის ინფორმაციით, შემთხვევა კვირას გვიან ღამით, ჯორჯთაუნში მოხდა, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის შვილიშვილის, ნაომი ბაიდენის დაცვა აქვთ დავალებული, სამი ადამიანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

"12 ნოემბერს დაახლოებით 23:58 სთ-ზე, ვაშინგტონის ჯორჯთაუნის რაიონში, საიდუმლო სამსახურის აგენტები შეესწრნენ ფაქტს, როდესაც სამი პირი გაჩერებული სამთავრობო მანქანის ფანჯრის ჩამტვრევას ცდილობდა", - განაცხადა საიდუმლო სამსახურის სააგენტოს სპიკერმა, ენტონი გუგლიელმა.

"აღნიშნული მოვლენის დაფიქსირებისას ფედერალურმა აგენტმა სამსახურებრივი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და სავარაუდოდ, არავინ დაშვებულა. სავარაუდო დანმაშავეები შემთხვევის ადგილიდან წითელი მანქანით მიიმალნენ და მათზე რეგიონული ძებნა უკვე გამოცხადდა. შემთხვევას საიდუმლო სამსახური და ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს", - აღნიშნულია სააგენტოს სპიკერის განცხადებაში.