ავტორი:

გრაიმსი ილონ მასკის წინააღმდეგ: მომღერალსა და მილიარდერს შორის სასამართლო დავა გრძელდება: გრაიმსი შვილთან მიახლოებას ცდილობს, მასკი კი ამის საშუალებას არ აძლევს

გრაიმსი ილონ მასკის წინააღმდეგ: მომღერალსა და მილიარდერს შორის სასამართლო დავა გრძელდება: გრაიმსი შვილთან მიახლოებას ცდილობს, მასკი კი ამის საშუალებას არ აძლევს

35 წლის კანადელი მომღერალი გრაიმსი, მისი და ილონ მასკის საერთო სამ შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს. ის ყველანაირად ცდილობს, შვილებთან მიახლოება შეძლოს, რაშიც, მისი თქმით, მასკი უშლის ხელს.

თუმცა დაუდგრომელი ილონ მასკი სასამართლოსთვისაც კი მიუწვდომელია.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, გრაიმსს, 12 სხვადასხვა ლოკაციაზე მოუწია მასკის დევნა, რათა მისთვის მეურვეობის მოპოვებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გადაეცა. მომღერალი და მილიარდერი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მათ 3 შვილი ჰყავთ. ამჟამად, გრაიმსი მისი, როგორც მშობლის უფლებების დაცვას ითხოვს.

მედიის ცნობით, გრაიმსმა 4 ადამიანი დაიქირავა, რათა მასკისთვის სხვადასხვა ლოკაციებზე მიეკითხათ და მისთვის სასამართლოს დოკუმენტები გადაეცათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ტეხასში, ტექ-მაგნატის ცხენების რანჩოშიც კი ჩავიდა, თუმცა მომსახურე პერსონალმა უპასუხა, რომ მასკი იქ არ იმყოფებოდა.

საბუთების მიხედვით, გრაიმსის დაქირავებული პირები, 13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე, მასკის პოვნას ცდილობდნენ და მისი კერძო თვითმფრინავების თვალთვალიც კი მოუწიათ. მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ისინი იძულებული გახდნენ, იურიდიული დოკუმენტები ბიზნესმენის 3 სხვადასხვა კომპანიაში დაეტოვებინათ: X-ში, Tesla-სა და SpaceX-ში.

გრაიმსს, რომლის ნამდვილი სახელიც კლერ ბაუჩერია, მილიარდერთან სამი შვილი ჰყავს. X Æ A-1, იგივე X, წყვილს 2020 წლის მაისში შეეძინათ, ხოლო მეორე გოგონა, სახელად Exa Dark Sideræl, რომელსაც ასევე Y-ს ეძახიან, 2021 წლის დეკემბერში, სუროგაციის გზით გაჩნდა. მასკს და გრაიმსს მესამე შვილი, Techno Mechanicus, იგივე ტაუც ჰყავთ, რომელიც შარშან, ივნისში დაიბადა.

გრაიმსი მასკს ადანაშაულებს, რომ ის ბავშვებთან საკმარის დროს არ ატარებს და მასაც უკრძალავს მათ ერთ-ერთ შვილთან მიახლოებას.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდაპირველად, სწორედ მასკმა უჩივლა გრაიმსს. ილონი სასამართლოს დოკუმენებში ამტკიცებს, რომ ბავშვების დაბადებიდან, მათზე "ზრუნვა და კონტროლი" მისი პასუხისმგებლობა იყო. მილიარდერის თქმით, ის თავის ტეხასის სახლში, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობს, მინიმუმ 6 თვე მაინც რჩება ზედიზედ და მათზე სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს.

გრაიმსმა მოგვიანებით მასკის სარჩელი გააკრიტიკა და მას შეუსაბამო უწოდა. მან მასკი დაადანაშაულა, რომ ის საშუალოდ, 2-3 დღეს მაინც ატარებს დასავლეთ სანაპიროზე და ბავშვებს საკმარის ყურადღებას არ აქცევს.

პრესასთან კომენტარის გაკეთებისგან ორივე მხარე თავს იკავებს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა