ავტორი:

"კონგრესმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის მოთხოვნა, რაც მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას... რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე" - ჯეიკ სალივანი

"კონგრესმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის მოთხოვნა, რაც მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას... რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე" - ჯეიკ სალივანი

კონგრესში უკრაინისთვის ახალი ფართომასშტაბიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

"ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება და ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება“, - აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, "აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის მოთხოვნა, რომელიც მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე" სალივანმა განმარტა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში, რათა უზრუნველყოს ამ ინიციატივის მხარდაჭერა.