"ჩემმა შვილმა საკმაოდ მოზრდილმა, ფეხი წმინდა ბერი გაბრიელის საფლავზე მოულოდნელად აიდგა... სულ თავიდან კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა მაშინ, როდესაც ოპერაციის დროს შეცდომა დაუშვეს. ამის შედეგადაც მას თავში კისტა განუვითარდა, რომელმაც ეპილეფსია გამოიწვია. ვეღარ ვაძლევდით ტვინისთვის წამლებს. მანამდე ბავშვი ცალკეული სიტყვებით წინადადებას აყალიბებდა. ახლა უკვე ამ ოპერაციით, რომელსაც გამა-დანა ჰქვია (ლაზერული დანა), მოხდება კისტის ამოკვეთა. ეს არის უსისხლო ოპერაცია - უნიკალური მეთოდი. ამას ველოდი, რადგან მეექვსე სისხლიან ოპერაციას ვერ გადაიტანდა. ამაზე უცხოელმა ექიმებმაც მითხრეს, რომ ფატალურად დასრულდებოდა“, - გვეუბნება შშმ პირი და შშმ შვილის მშობელი გოგიტა მურცხვალაძე. ის გამუდმებით ზრუნავს და იბრძვის იმაზე, რომ შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესოს.
მისი თქმით, ჯაბას თავში კისტა აქვს, რომელიც მისი სიცოცხლის ხარისხს საგრძნობლად აუარესებს. ახლა კი გაჩნდა შანსი, მას ეს კისტა ლაზერული ოპერაციით ამოკვეთონ.
- ოპერაციის ჩატარებას ჯაბა როდის შეძლებს?
- აქამდე ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს ველოდებოდი. მეგონა, დაფინანსება 70-80% მაინც იქნებოდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 50%-ია. ეს არის 13.550 ლარი. ახლა მცირე ვადაა მოცემული, რომ ამ დროში დარჩენილი 50% ვიშოვოთ. სამგზავრო თანხა 5.000 ლარი მაქვს. 2.700 ლარი ჩაფრენა-ჩამოფრენა და საჭირო და გაუთვალისწინებელ ხარჯებს სჭირდება. მოკლედ, ახლა მეორე 5.000 დოლარია სასწრაფოდ საშოვნელი, რომ ჩემს შვილს ოპერაცია ჩაუტარდეს. თურქეთის კლინიკაც მზად არის მიგვიღოს და ჩვენც ოჯახი მზად ვართ იმისთვის, რომ სტამბოლში, კერძოდ, "მედიკალ კლინიკში“ წავიდეთ.

- ზოგადად ოპერაცია რა ჯდება?
- 10.000 დოლარი და როგორც გითხარით, ამის 50% მივიღეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან. 10 იანვრამდე ოპერაცია უკვე ჩატარებული უნდა იყოს. ეს კი, იმის გარანტიას იძლევა, რომ ორგანიზმს შვებას მისცემს. კისტა თუ აღარ იქნება, თავისთავად აღარ იქნება ეპილეფსიური ეპიზოდები. ეს როცა მოიხსნება, ტვინის განვითარების მედიკამენტები მიეცემა. მჯერა, რომ იმ სასურველ შედეგამდე მივალთ, რომ ბავშვმა დაიწყოს ლაპარაკი და მშობლებმა გავიგოთ მისი სიტყვები. ამის იმედი მაქვს.
მართლა შევაწყინე ხალხს თავი, რომლების წლებია, მეხმარებიან და გვერდით მიდგანან. ჩემი ხვეწნა, მუდარა, თხოვნა, ლოცვა, ვედრება, არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რომ მათი დახმარება ისევ საჭიროა. ისევ და ისევ ამ ხალხის იმედი მაქვს.
ანგარიშის ნომერები: