ავტორი:

"ჩემთვის ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი არის შიდა მტერი და ესაა რადიკალური ოპოზიცია" - კალაძე ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიცია რუსეთზე დიდი მტერი

"ჩემთვის ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი არის შიდა მტერი და ესაა რადიკალური ოპოზიცია" - კალაძე ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიცია რუსეთზე დიდი მტერი

რა განცხადება უნდა გაკეთდეს? ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული გზა და ეს არის გაცხადებული - "ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი. ის, რომ დღეს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს არის "ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის დამსახურება, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და ევროპულ მომავალს.

"რა განცხადება უნდა გაკეთდეს? ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული გზა და ეს არის გაცხადებული. თქვენ წარმოიდგინეთ, "ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი. ის, რომ დღეს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს არის "ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის დამსახურება. შესაბამისად, ჩვენ ამ რთულ გზას, რაც არის ევროინტეგრაცია, ვაგრძელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალში, რეფორმები იქნას განხორციელებული, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კალაძემ.

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი.

"ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს საკუთარი ხალხი, ქვეყანა და ეს არის რადიკალური ოპოზიცია“, - აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიცია რუსეთზე დიდი მტერიც არის თუ არა, კალაძე ამბობს, რომ "კი, ყველაზე დიდი მტერი დღეს ქვეყნისთვის და საქართველოს მომავლისთვის, ეს არის რადიკალური ოპოზიცია“.

"კი, ყველაზე დიდი მტერი დღეს ქვეყნისთვის და საქართველოს მომავლისთვის, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ყველას შეიძლება გაუმკლავდე, ყველას შეიძლება შეერკინო, მარა შიდა მტერი, რომელიც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ეს არის ძალიან დამაზიანებელი. გარე მტერს მოერევი, ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ შენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოახდინო, მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენლები დარბიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ შენ ქვეყანას, მომავალს, ახალგაზრდებს იმაში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ მოხდეს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს? როგორ აქვთ ამ ადამიანებს საერთოდ პრეტენზია პოლიტიკაში ყოფნის, თუმცა არ მიკვირს იმიტომ, რომ ესენი არ შეცვლილან, ეს ადამიანები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, აჩვენებდნენ და აჩვენეს მთელ ქვეყანას და მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყო ხელისუფალი. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ გაბედო, აკადრე ის შენი ქვეყნის მოსახლეობას, რასაც ის ადამიანები უკეთებენ? დღეს, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, აჩვენებენ ქვეყანას და მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, - განაცხადა კალაძემ.