ავტორი:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინაში მებრძოლი საქართველოს 2 მოქალაქე ტყვედ აიყვანეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინაში მებრძოლი საქართველოს 2 მოქალაქე ტყვედ აიყვანეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში საქართველოს ორი მოქალაქე აიყვანეს ტყვედ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ტელეგრამ” არხზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე აიყვანეს ტყვედ. მათი თქმით, გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა სამხედრო სამსახურს.

რუსეთის სამთავრობო გამოცემა “ტასის” ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს გიორგი ჩუბეთიძეც. მათი თქმით, იგი სამხედრო სამსახურს, ასევე, უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა.