ავტორი:

ალ-შიფას ჯოჯოხეთი: რა ხდება და რამდენი ადამიანი იმყოფება ღაზის უდიდეს ჰოსპიტალურ კომპლექსში, სადაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ალ-შიფას ჯოჯოხეთი: რა ხდება და რამდენი ადამიანი იმყოფება ღაზის უდიდეს ჰოსპიტალურ კომპლექსში, სადაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის არმიამ ოთხშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ მან დაიწყო "მიზანმიმართული" ოპერაცია ალ-შიფას საავადმყოფოში, რომლის ქვეშ, როგორც ისრაელი ამტკიცებს, "ჰამასის" სამეთაურო პუნქტია განლაგებული. პუნქტის არსებობა დაადასტურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმაც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს ინფორმაციითაც, "ჰამასის" სამეთაურო ცენტრი ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ამ ეტაპზე ოპერაცია ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში მიმდინარეობს და ხორციელდება დაზვერვის ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Heavy fighting is ongoing tonight around Al Shifa Hospital in Gaza City. <a href="https://t.co/LHRiX3rAtd">pic.twitter.com/LHRiX3rAtd</a></p>&mdash; Aldin 🇧🇦 (@aldin_aba) <a href="https://twitter.com/aldin_aba/status/1723063575659286984?ref_src=twsrc%5Etfw">November 10, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი ძალები "მოიცავენ სამედიცინო ჯგუფებს და არაბულ ენაზე მოლაპარაკეებს, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგი ამ რთული და მგრძნობიარე გარემოსთვის მოსამზადებლად".

"ჩვენი მიზანია, არანაირი ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც "ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

"ჰამასი“ უარყოფს, რომ საავადმყოფოს ოპერაციებისთვის იყენებს და საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე შევიდეს და შეამოწმოს.

"ღაზის უმსხვილესი საავადმყოფო, ალ-შიფა "თითქმის სასაფლაოა", - ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ისრაელის ჯარები ალ-შიფას კარიბჭეს მიუახლოვდნენ, სადაც ექიმების თქმით, პაციენტები, მათ შორის ახალშობილი ბავშვები, საწვავის ნაკლებობის გამო იღუპებიან. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ "ჰამასი" აღარ აკონტროლებდა ქალაქ ღაზას.

თეთრი სახლი ისრაელის მიერ ალ-შიფას საავადმყოფოში დაწყებულ ოპერაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ სურთ საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები სამედიცინო დახმარების მისაღებად იმყოფებიან, იარაღით ბრძოლა მიმდინარეობდეს ან მასზე საჰაერო დარტყმა განხორციელდეს.

"ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმას და არ გვინდა ვიხილოთ იარაღით ბრძოლა საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები, უმწეო ადამიანები, ავადმყოფები, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, შესაძლოა, ჯვარედინ ცეცხლში მოხვდნენ,“- განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.

მან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ საავადმყოფოები და პაციენტები დაცული უნდა იყვნენ.

არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ღაზის სექტორის უდიდესი ჰოსპიტალური კომპლექსის, ალ-შიფას ტერიტორიაზე.

14 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოში იმყოფებოდა დაახლოებით 700 პაციენტი, 400 თანამშრომელი და ამასთანავე, 3000 ადგილობრივი მცხოვრები ემალებოდა ბრძოლებს, ანუ სულ, დაახლოებით, 4100 ადამიანი.

უფრო ადრე, "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ალ-შიფაში სულ მცირე 2300 ადამიანი იყო: 600-650 პაციენტი, 200-250 თანამშრომელი და დაახლოებით 1500 ადგილობრივი მცხოვრები.

ისრაელის არმიამ ინტერნეტში ღაზის საავადმყოფოს კადრები გაავრცელა და ამტკიცებს, რომ "ჰამასი“საავადმყოფოების სარდაფებს იარაღის დასამალად და მძევლების დასაკავებლად იყენებს.

იხილეთ ასევე: