ავტორი:

"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე - ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს" - ახალგაზრდა ქალი მეუღლის ჩრდილქვეშ: რას წერენ ტაბლოიდები?

"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე - ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს" - ახალგაზრდა ქალი მეუღლის ჩრდილქვეშ: რას წერენ ტაბლოიდები?

მას მერე, რაც ბიანკა ცენსორი ავსტრალიაში რეპერი მეუღლის ქანიე უესტის გარეშე დაბრუნდა, ტაბლოიდები სულ უფრო მეტს წერენ იმაზე, რომ ახალგაზრდა ქალი რეპერი მეუღლის წნეხშია და უესტი მის კონტროლს ცდილობს. ქანიე უესტის ტანსაცმლის ბრენდის, Yeezy-ს არქიტექტორ-დიზაინერი რეპერზე 2022 წელს დაქორწინდა.

28 წლის ბიანკა ცენსორი სულ ახლახან გაემგზავრა მშობლიურ ავსტრალიაში, სადაც მეგობრებს შეხვდა და როგორც ამბობენ, მისი და ქანიეს ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა, - იტყობინება Daily Mail-ი. თურმე, როცა მეგობრებმა ბიანკას უთხრეს, რომ მათი ვარაუდით, ქანიე ყოფილი მეუღლის ვერსიად მის ქცევას ცდილობდა, დიზაინერმა ისინი ეჭვიანობაში დაადანაშაულა. თუმცა წყაროს თქმით, რომელიც გამოცემას ესაუბრა, ბიანკა ახლა გარე პერსპექტივიდან ცდილობს სიტუაციის შეფასებას.

"ყველას უხარია, რომ საბოლოოდ მაინც შეძლეს ბიანკასთან გულახდილად საუბარი. მეგობრებმა დაწვრილებით აუხსნეს, როგორ გრძნობდნენ თავს და უთხრეს, რომ დროა, გონს მოეგოს". წყარო ასევე დასძენს: "ის ბევრს ფიქრობს იმაზე, რომ ბოლო ხანს ყველა ახლობელს ჩამოშორდა და თავის ქორწინებასაც ახალი პერსპექტივიდან აფასებს".

მას შემდეგ, რაც მათ იქორწინეს, ორივე "მომთაბარე" ცხოვრებას ეწევა და დროის დიდ ნაწილს მოგზაურობაში ატარებს - უკვე იყვნენ იაპონიაში, იტალიაში, ინგლისსა და გერმანიაში. ევროპაში ყოფნისას ბიანკას ჩაცმულობას ბევრი ადგილობრივი აკრიტიკებდა და მას უხამსს და შეუფერებელს უწოდებდა.

ქანიეზე დაქორწინების შემდეგ, თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რომ ბიანკას გარეგნობა და სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. წერდნენ, რომ რეპერი მას აკონტროლებდა, რასაც რამდენიმე წყარო ადასტურებდა. მათთან დაახლოებული პირების თანახმად, ქანიემ ბიანკას მკაცრი წესები დაუწესა, რომელიც 28 წლის გოგონას უნდა დაეცვა. მათი თქმით, ქანიე ცდილობდა ბიანკა თავის ყოფილ ცოლს დამსგავსებოდა.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, ბიანკას საკუთარი აზრი აღარ გააჩნდა და უბრალოდ, ქმარს ემორჩილებოდა:

"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე, ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს. მას ასევე გარკვეული საკვების ჭამა და ვარჯიში მოეთხოვება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ქანიე არ ვარჯიშობს".

მედიისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ქანიეს იტალიაში დიზაინერების საიდუმლო გუნდი ჰყავდა, რომელიც ბიანკასთვის სპეციალურად ქმნიდა სამოსს და სწორედ ამიტომ დადიოდა ის იტალიის ქუჩებში თითქმის შიშველი.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა