ავტორი:

ნოემბრის თვის სპეციალური შეთავაზებები Tegetamotors.ge-ზე

ნოემბრის თვის სპეციალური შეთავაზებები Tegetamotors.ge-ზე

ნოემბერი „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით გრძელდება. თეგეტას ფილიალებში მთელი თვის განმავლობაში ფასდაკლებით ისარგებლებ მსუბუქი ავტომობილის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტზე. ფაქტობრივად, ყველა იმ ავტონაწილზე, რომლებიც შენი მანქანისთვის გჭირდება.

ნოემბრის ფასდაკლება საბურავების მრავალფეროვან ბრენდებზე მოქმედებს. საბურავების ფასები ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება სეზონური საბურავები. ზოგადად, საბურავი სამი ტიპის არსებობს: ზაფხულის, ზამთრისა და ყველა სეზონის. ზაფხულის საბურავები შესაფერისია ცხელი და ნესტიანი კლიმატისთვის. მაღალი ტემპერატურის პირობებში ასეთ საბურავს შესაფერისი მოჭიდება აქვს. როდესაც ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, რეკომენდებულია ზამთრის საბურავები. თავის მხრივ, ზამთრის საბურავები კარგად უმკლავდება სიცივეს, თოვლიან, თოვლჭყაპიან ზედაპირს და აქვს უკეთესი მოჭიდება, რაც უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

თეგეტას გამორჩეული ბრენდის Bridgestone იაპონური საბურავების შერჩეულ მოდელებს თვის განმავლობაში სპეცფასად შეიძენ. პროდუქცია უმაღლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება, რაც მაქსიმალურ გამძლეობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს ყველა ტიპის რელიეფზე.

სპეციალურ ფასად შეძლებ შეიძინო Pirelli-ს იტალიური საბურავებიც. აღნიშნული ბრენდი ბაზარზე უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით, გზის რთულ ზედაპირზე მართვის გამოცდილებით, სტაბილურობით, გამძლეობითა და ინოვაციურობით გამოირჩევა.

გარდა საბურავებისა, ნოემბერში ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო აკუმულატორებიც. თეგეტას შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის აკუმულატორები, რომელთა სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება დაგხვდება, ხოლო MACPOWER-ის ბრენდის აკუმულატორების შეძენა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი.

ფასდაკლებების ფარგლებში საცხებ-საპოხი მასალების შეძენასაც შეძლებ. 25%-იან ქეშბექს მიიღებ MOTUL-ის მანქანის ზეთებზე, ხოლო 20% ფასდაკლებას - PETRONAS-ის ზეთებზე.

ავტომობილის ძრავის ზეთის შეცვლა თითოეული მძღოლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ძრავის ზეთის შეცვლა გავლილი კილომეტრაჟით განისაზღვრება. ყოველი 8000 კილომეტრის გავლის შემდეგ ზეთის შეცვლის საჭიროება დგება. თუმცა ეს მხოლოდ გარბენზე არ არის დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში ზეთის შეცვლა ყოველ წელიწადში ერთხელ არის აუცილებელი, რადგან 1 წლის გასვლის შემდეგ ზეთი სასარგებლო თვისებებს კარგავს.

„თეგეტა მოტორსის“ 25%-იანი ქეშბექი ATE-ს სამუხრუჭე ხუნდებსა და PHILIPS-ის ნათურებზეც ვრცელდება. სამუხრუჭე ხუნდები უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ზოგადი რეკომენდაციით, სისტემა და უშუალოდ ხუნდები 6 თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს.

როგორც უკვე შეიტყვე, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნოემბრის თვეში ავტო ნაწილები განსაკუთრებულ ფასად შეგიძლია შეიძინო. ფასდაკლების ფარგლებში სასურველი პროდუქტის ასარჩევად შეგიძლია ეწვიო როგორც ფილიალებს, ისე ონლაინმაღაზიას.

გარდა ფიზიკური მაღაზიებისა, თეგეტას ონლაინშოპშიც 25%-იანი ფასდაკლება დაგხვდება საავტომობილო პროდუქტებზე. ონლაინ მაღაზია მრავალფეროვანი ბრენდების უდიდეს ასორტიმენტს აერთიანებს, რაც სასურველი პროდუქციის შეძენას კიდევ უფრო მეტად უმარტივებს მომხმარებლებს.

ფასდაკლებებით 20 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლია ისარგებლო.

შეთავაზებების სრულ ჩამონათვალს გაეცნობი თეგეტას ვებგვერდზე: www.tegetamotors.ge, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: 0322264444.

NS