ავტორი:

"საქმე გვაქვს ქართული სპორტის საბოტაჟთან" - რას ამბობს გიორგი ასანიძე ძალოსნების დოპინგ სკანდალზე, რომელთა შორის მისი ვაჟიც არის?

"საქმე გვაქვს ქართული სპორტის საბოტაჟთან" - რას ამბობს გიორგი ასანიძე ძალოსნების დოპინგ სკანდალზე, რომელთა შორის მისი ვაჟიც არის?

გიორგი ასანიძემ "TST სპორტთან"ვრცელ ინტერვიუში ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ირგვლივ არსებულ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის დოპინგ სკანდალზე, რომელშიც მისი ვაჟი, ძალოსნობაში ეროვნული ნაკრების წევრი კახი ასანიძეც გაეხვა.

  • რა ხდება დოპინგ სკანდალზე?

გიორგი ასანიძე:

"ამ საკითხზე წყენას ვერც და არც დავმალავ, ყველა დონეზე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ მივმართეთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რის შემდეგაც რეაგირება დაუყოვნებლივ იყო, პროკურატურას გადაეცა მასალები მოკვლევისათვის, რაც სამართლებრივი პროცედურაა და მოკვლევის შემდეგ, დიდი ალბათობით, გამორიცხულია, რომ არ დაიწყოს გამოძიება. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ შეფასებებისგან, რადგან გამოძიებას ჯერ არ დავუკითხივარ და აქედან გამომდინარე, არ მინდა რამე ისეთი ვთქვა, რაც დააზარალებს გამოძიებას ან ჩვენ მდგომარეობას. თუმცა ფაქტს ვადასტურებ... მინდა, გულშემატკივრებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივმართო, რომ აქ საქმე გვაქვს ქართული სპორტის საბოტაჟთან. რამაც გამოიწვია გარკვეული შედეგი, ამაზე მეტყველებს ყველაფერი, არიან მოწმეებიც და მე ყველა მოწმეს და ჩართულ პირს ვთხოვ და მოვთხოვ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ვინაიდან ქართული სპორტის შეურაცხყოფა არავის ეპატიება. რაც არ უნდა მისი გადმოსახედიდან სიმართლე დაინახოს. ვინაიდან ქართულ სპორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა "პარიზი 2024" - ზე, აქედან გამომდინარე, ყველა ეს სიბინძურე ცუდად აისახება ჩვენს შედეგებზე. არა მარტო ძალოსნობის კუთხით, ზოგადად, ქართული სპორტის თვალსაზრისით. მჯერა გამოძიების, ჩემ ხელთ არსებულ ინფორმაციას ამ საბოტაჟთან და ვანდალიზმთან დაკავშირებით, ვაცნობებ მათ. ვფიქრობ, რომ თუ ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, უფრო პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, ამ სპორტსმენების შეღავათით თუ სასჯელიდან გათავისუფლებით.

არ ვიჩქარებთ სიმართლის დადგენას, უბრალოდ, ცუდი ის არის, რომ ამ პერიოდში სპორტსმენები იჩაგრებიან. რადგან ჩამორჩნენ გარკვეულ სპორტულ ღონისძიებებს, სადაც იგივე კახი ასანიძეს და რეზი დავითაძეს გარკვეული შანსი ჰქონდათ ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვების. თუმცა ამ კუთხითაც ვმუშაობთ. გასაჩივრებული გვაქვს ყველა დონეზე, როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულამდე ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს".

უყურეთ ინტერვიუს "იუთუბ-არხზე":

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/DaLSdP0iCjo?si=qYnKsiy-PgZ3Vk0G" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>