ავტორი:

ხმის მიცემა დაიწყო - გამოავლინე შენი გამარჯვებული კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2024"

ხმის მიცემა დაიწყო - გამოავლინე შენი გამარჯვებული კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2024"

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ მონაწილეებისთვის ხმის მიცემა უკვე დაიწყო. ნაწარმოებები, რომლებმაც კონკურსი პირობები დააკმაყოფილეს, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე უკვე ატვირთულია და მკითხველს მათი გაცნობის საშუალება აქვს. ხმის მიცემის პროცესი 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

5 დეკემბერს, I ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი. ათს მკითხველი აირჩევს ხმის მიცემის ღია პროცედურით, დანარჩენს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

რჩეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემა საკმაოდ მარტივია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პირველ ტურში ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა და მხოლოდ ერთხელ. ასევე აღსანიშნავია, რომ ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს. ხმები მიიღება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მობილური პროვაიდერების ნომრებიდან.

როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, კონკურსის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.

შეგახსენებთ, რომ მე-2 ტურში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით. მე-2 ტურში ხმის მიცემა დაიწყება 15 იანვარს და დასრულდება 31 იანვარს, 9 თებერვალს კი გამოცხადდება მაქსიმუმ 3 გამარჯვებული. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.

R