ავტორი:

აშშ-ის სენატმა მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“, თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს.

CNN-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა 87 ხმით 11 წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.