ავტორი:

ადრიანა ლიმა ადრე და ახლა - რის გამო შეიცვალა ბრაზილიელი მოდელის გარეგნობა? - პლასტიკური ოპერაციები, თუ მაკიაჟი: მოდელი კრიტიკოსებს პასუხობს (ფოტოები)

ადრიანა ლიმა ადრე და ახლა - რის გამო შეიცვალა ბრაზილიელი მოდელის გარეგნობა? - პლასტიკური ოპერაციები, თუ მაკიაჟი: მოდელი კრიტიკოსებს პასუხობს (ფოტოები)

ბოლო რამდენიმე დღეა, Victoria's Secret-ის მოდელი, ადრიანა ლიმა სოციალურ ქსელებში კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. მიზეზი ადრინას შეცვლილი გარეგნობაა. ფანები თვლიან, რომ მოდელმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და მისი გარეგნობა სწორედ ამიტომ შეიცვალა. საზოგადოების ნაწილი ადრიანას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ულამაზეს სუპერმოდელს, ხელოვნური ჩარევა არ სჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია პლასტიკურ ოპერაციებზე დადასტურებული არ არის და მხოლოდ გულშემატკივრების მოსაზრებაა, რომ მოდელმა ოპერაციები ჩაიტარა.

42 წლის ლიმამ ნეგატიური კომენტარების ავტორებს უპასუხა, რომ მისი გარეგნობის ცვლილების მიზეზი "ოჯახური სტრესია".

თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მოდელმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია და სახის ლიფტინგი გაიკეთა. განსაკუთრებით ნეგატიური შეფასებები მოჰყვა "შიმშილის თამაშების" ახალი ფილმის პრემიერაზე მის გამოჩენას.

ბრაზილიელი ლამაზმანი შავ, გრძელსახელოებიან კაბაში იყო გამოწყობილი, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მხოლოდ მის სახეს მიაქციეს ყურადღება.

ბევრი ამტკიცებდა, რომ 42 წლის ლიმას, ჩატარებული პროცედურების გამო, სახე ჯერ კიდევ შეშუპებული ჰქონდა.

"ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს ადრიანაა",

"არა მხოლოდ თვალები, არამედ ცხვირიც გაკეთებული აქვს",- წერენ სოციალურ ქსელში.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მოდელის შეცვლილი ვიზუალი განსხვავებული მაკიაჟის ბრალია.

"მან უბრალოდ წონაში მოიმატა. ის მაინც 100-ჯერ უფრო მიმზიდველია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი";

"ნეგატიური კომენტარების ავტორებს საერთოდ გავიწყდებათ, როგორ იცვლება ჩვენი სხეული დროთა განმავლობაში. ის დედაა, ჩვენც ვიცვლებით და ჩვენი სხეულიც",- ამ კომენტარებით სცადეს გულშემატკივრებმა მოდელის დაცვა.

ნეგატიური კომენტარების შემდეგ, ადრიანამ "ინსტაგრამზე" უმაკიაჟოდ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ლიმამ კომენტარებს პასუხი Instagram-ზე გასცა. მან ფოტო ატვირთა, რომელსაც წარწერა დაურთო: "თინეიჯერი გოგონას, ცელქი ბიჭუნას, ფეხს ახლა რომ იდგამს, -1 წლის ბიჭუნას გადაღლილი დედის და სამი ძაღლის გადაღლილი პატრონის სახე. გმადლობთ, რომ ჩემზე ღელავთ", - წერს ადრიანა.

ადრიანა ლიმამ Victoria's Secret-თან კონტრაქტი ახლახან განაახლა. ლიმა 3 შვილის დედაა: მათგან უმცროსი 1 წლისაა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა