ავტორი:

რამდენიმე საათი ვულკანის ამოფრქვევამდე და ევაკუირებული დედაქალაქი - ისლანდია დიდი გამოწვევისთვის ემზადება: რას ამბობენ სეისმოლოგები?

რამდენიმე საათი ვულკანის ამოფრქვევამდე და ევაკუირებული დედაქალაქი - ისლანდია დიდი გამოწვევისთვის ემზადება: რას ამბობენ სეისმოლოგები?

ისლანდია ვულკან Fagradalsfjall-ის ამოფრქვევის მოლოდინშია. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან, სამხრეთ-დასავლეთით ისლანდიის დედაქალაქის, რეიკიავიკის მიმდებარე რეგიონში მიწისძვრების აქტივობის ზრდა შეინიშნება.

ამოფრქვევის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგეს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას. მოსალოდნელი საშიშროების გამო, ქალაქი გრინდავიკი, რომელიც პირდაპირ მაგმაზე მდებარეობს, უკვე ევაკუირებულია.

ნახევარკუნძულის მეწყერსაშიში ზონების გამო პირუტყვისა და ფერმის ცხოველების გადარჩენა ვერ მოხდება… ამ დროისთვის კი კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანების გადაადგილება აკრძალულია.

"მაგმა აღარ არის დიდ სიღრმეში, ამიტომ მის ამოფრქვევას ძალიან მალე ველოდებით, რამდენიმე საათში, ან სულ მცირე რამდენიმე დღეში",- აცხადებს ვიდირ რეინისონი, ისლანდიის სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელი.

ვულკანი Fagradalsfjall ისლანდიის რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქიდან 32 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 2021, 2022 და 2023 წლებში დაფიქსირდა, მანამდე იგი 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.

ბოლო ცნობილი ამოფრქვევა ისლანდიაში მოხდა ჰოლუჰრაუნში, 2014 წელს, ვულკანმა Eyjafjallajökull-მა სერიოზული პრობლემები გამოიწვია 2010 წელს. დღეს, ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის დროს ადამიანის სიცოცხლის საფრთხე ძალიან მცირეა. სეისმური სადგურები ძალიან კარგად ახდენენ მათ პროგნოზირებას.

ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე გეოგრაფიულად აქტიური რეგიონია მსოფლიოში, მის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 აქტიური ვულკანია.