ავტორი:

ყირგიზეთში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია

ყირგიზეთში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, - ინფორმაციას ყირგიზული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებული 1990 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის მუხლით დაიწყო.

პოლიციის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, შსს-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ბიშკეკში, ნაქირავებ ბინაში უცხოელი ცხოვრობდა და ინახავდა უცნობი მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს.

დაკავებულის ვინაობას ადგილობრივი მედია არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ საქართველოში ის ერთ-ერთი ქალაქის "მაყურებელი" იყო.

სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას TT-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

წყარო