ავტორი:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ახალგაზრდა "ჯვაროსნები" მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა ერთადერთი გოლი 54- წუთზე საბა მამაცაშვილის საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლით გაიტანეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა და 10 ქულით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ჩვენს მთავარ კონკურენტ შვედეთს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

შემდეგ შეხვედრას რამაზ სვნაძის გაწვრთნილები უკვე 2024 წელს გამართავენ და 26 მარტს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.

Sportall.ge - ნახეთ ვიდეო