ავტორი:

აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას - რა უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას

აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას - რა უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას

გარწმუნებთ, ის [მიხეილ სააკაშვილი] ამბობს, რომ უკეთაა - უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, სხვა კომენტარი არ მაქვს,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში დასმულ კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია.

"გარწმუნებთ, ის ამბობს, რომ უკეთაა. მან არჩევნებისათვის თავისი ოფისი გახსნა. ის სამედიცინო კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს ისაუბრა, 2008 წლის აგვისტოს ომია.

ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ზურაბიშვილი 2009 წელს გამოცემულ მის წიგნში ხაზს უსვამს "მოსკოვის და თბილისის ორმაგ პასუხისმგებლობას” 2008 წლის ომის დაწყებაში და წერს, რომ "ვერსია, რომლის თანახმადაც საქართველომ რუსულ აგრესიას მხოლოდ უპასუხა... ვერ უძლებს ფაქტებს“.

კითხვაზე, ისევ იმავე პოზიციაზეა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ "ეს არასდროს უთქვამს“.

"არა, მე ეს არასდროს მითქვამს. მე ქართველი ემიგრანტების შვილი ვარ, რომლებმაც 1921 წელს, საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, დატოვეს საქართველო. სწორედ, რუსეთია ის, ვინც ყოველთვის თავს ესხმოდა, ანექსირებას ახდენდა და კვეთდა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.