ავტორი:

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში "მაიდან-3“-ს გეგმავს, რომლის მიზანი პრეზიდენტის გადაყენებაა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში "მაიდან-3“-ს გეგმავს, რომლის მიზანი პრეზიდენტის გადაყენებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი გეგმავს უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების დათესვას ქვეყნის შიგნით „ქაოსის“ შექმნით და საბოლოოდ, პრეზიდენტის გადაყენებით, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან“, - ციტირებს გამოცემა ზელენსკის, რომელიც დეზინფორმაციის გეგმას „მაიდან 3“-ს უწოდებს.

"მაიდანი“ მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.