ავტორი:

"ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს - ვერ აუხსნით, რომ ჩიპებში არ სხედან ურჩხულები?" - რომან გოცირიძე რატი ბრეგაძეს

"ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს - ვერ აუხსნით, რომ ჩიპებში არ სხედან ურჩხულები?" - რომან გოცირიძე რატი ბრეგაძეს

საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? - ამ სიტყვებით ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას მიმართა. გოცირიძემ რატი ბრეგაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ მუშაობენ ისინი ამ ადამიანებთან.

"საქართველოდან უცხოეთში წასული ადამიანები ფაქტობრივად, უუფლებოები არიან და საარჩევნო ხმის უფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად ჩამორთმეული აქვთ. უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებში მხოლოდ, 12 000-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მხოლოდ 66 000 ადამიანია დარეგისტრირებული, ანუ ჩვენი ამომრჩევლის 0,6% იღებს მონაწილეობას უცხოეთში არჩევნებში.

ფაქტობრივად, ნულოვანი ეფექტია ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც უცხოეთში არიან საარჩევნო პროცესში, ეს არის, მე ვიტყოდი, დანაშაულის ტოლფასი. ყველა ერთი და იმავე კითხვას სვამს, მაგრამ მეც გავიმეორებ, ნუთუ, რაიმე მექანიზმი არ გაქვთ, ან განათლების კუთხით, ან ბროშურებს ვერ დაარიგებთ, თუ მართლა 300 000-ია, საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები?

ან ეკლესია რას აკეთებს? ეკლესიას ჰგონია, რომ ეს ხალხი თავისი მრევლია, რომელი მართლმადიდებელი შეიძლება იყოს ეკლესიურად, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში ეშმაკები ზის? რატომ არ მუშაობთ ამ ადამიანებთან?“, - მიმართა გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს.