ავტორი:

ჰუმანოიდი რობოტები? - არა, რეალურად სულ სხვა რამეა - რა ხდება სინამდვილეში და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში რობოტები ჰგონიათ?

ჰუმანოიდი რობოტები? - არა, რეალურად სულ სხვა რამეა - რა ხდება სინამდვილეში და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში რობოტები ჰგონიათ?

დღეს სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში პოპულარულია ვიდეო, სადაც თითქოს ლონდონის, ლოს ანჯელესის სხვა ქალაქების ქუჩებში მოსეირნე "ჰუმანოიდ რობოტებს" ვხედავთ, რომლებიც სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულები და ზუსტად ისე იქცევიან, ისეთი მანერები აქვთ, როგორც ადამიანებს.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რა თქმა უნდა, დაიჯერა, რომ მართლაც რობოტებთან გვაქვს საქმე. საინტერესოა, რომ ქართულ მედიაში ამბავი რატომღაც ახლა გავრცელდა - არადა, ეს შედარებით მოძველებული თემაა, რომლის შესახებაც სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ ბევრი იმსჯელეს უცხოურ მედიაშიც.

ახლა მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში:

რეალურად, გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ მსახიობებს რობოტის ფორმითა და მაკიაჟით და ეს ყველაფერი ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის, The Creator-ის სარეკლამო კამპანიის ნაწილია და არაფერი აქვს საერთო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ე.წ. ჰუმანოიდ რობოტებთან, როგორც ამას სოციალურ ქსელებში წერენ.

სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ვიდეომ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ კინომწარმოებელ კომპანიას, Disney-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებაც მოუწია. კომპანიის სპიკერის განცხადებით, სარეკლამო კამპანიისთვის არა რობოტები, არამედ ადამიანები, მსახიობები გამოიყენეს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი AI რობოტი (წყარო).

The future is here. AI robots have arrived at the Chargers and Dolphins game at SoFi Stadium.

Experience #TheCreator only in theaters September 29. Get tickets now: https://t.co/clL8n7yTCE pic.twitter.com/e26TFDqv70
— The Creator (@creatorthefilm) September 10, 2023

სარეკლამო ღონისძიება გაიმართა ლოს ანჯელესში, მაიამიში, კალიფორნიაში და სხვა ქალაქებში.

ფილმის, The Creator რეჟისორი და პროდიუსერი გარეტ ედვარდსია. კინოსურათში მთავარ როლებს ჯონ დევიდ ვაშინგტონი და ჯემა ჩანი ასრულებენ. მოქმედება 2070 წელს, ლოს ანჯელესში, ბირთვული აფეთქებიდან 15 წლის შემდეგ პერიოდზე მოგვითხრობს. ფილმის პრემიერა 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა.

და ბოლოს, მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი ისე ვითარდება, რომ ახლო მომავალში შესაძლოა, მართლაც ვიხილოთ მსგავსი შესაძლებლობების და ადამიანის ქმედებებთან, თუ ვიზუალთან მაქსიმალურად მიახლოებული რობოტები, თუმცა ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია.