ავტორი:

რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს ხედავს პუტინი ისრაელი-"ჰამასის" ომში?

რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს ხედავს პუტინი ისრაელი-"ჰამასის" ომში?

7 ოქტომბერს "ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამი დღის შემდეგ გამოეხმაურა. პირველ კომენტარში პუტინმა სამხედრო დაპირისპირებაში არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ აშშ დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წარუმატებელი პოლიტიკის ნათელი მაგალითი“ - უთხრა პუტინმა ერაყის პრემიერ-მინისტრს.

კიდევ ექვსი დღე გავიდა, სანამ პუტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და წუხილი გამოთქვა 1200 გარდაცვლილი ისრაელელის გამო. ათი დღის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ "ჰამასის" დელეგაცია მოსკოვში იმყოფებოდა მოლაპარაკებებისთვის.

  • როგორც რუსი და დასავლელი პოლიტიკის ექსპერტები აცხადებენ, პუტინი ცდილობს ისრაელ-პალესტინის ომი სათავისოდ გამოიყენოს ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად, რომელიც აშშ-ს დომინირებას დაასრულებს.

”რუსეთს ესმის, რომ აშშ და ევროკავშირი სრულად უჭერდნენ მხარს ისრაელს, ის მათ ბოროტების განსახიერებად მიიჩნევს“ - წერს თავის ბლოგში კრემლის ყოფილი მრჩეველი სერგეი მარკოვი - "ამიტომ, რუსეთი აშშ-ის და ევროკავშირის მოკავშირე არ იქნება. ისრაელის მთავარი მოკავშირე არის შეერთებული შტატები, ხოლო ჰამასის მოკავშირე არის ირანი.“

რუსეთი კრიზისს ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენის გასაფართოებლად იყენებს. სურს თავი პოტენციურ მშვიდობისმყოფელ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. მოსკოვმა საგარეო საქმეთა მინისტრებს რეგიონული შეხვედრის მასპინძლობა შესთავაზა, პუტინის თქმით კი ის დასახმარებლად მზად არის.

"ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური, საქმიანი ურთიერთობა ისრაელთან, ასევე გვქონდა მეგობრული ურთიერთობა პალესტინასთან ათწლეულების განმავლობაში, ჩვენმა მეგობრებმა ეს იციან. და რუსეთს, ჩემი აზრით, ასევე შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში", - განუცხადა პუტინმა არაბულ ტელევიზიას.

ქსპერტების აზრით, რუსეთი ამ კონფლიქტში პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელსაც ხედავს.

"რუსეთი სარგებლობს ნავთობის ფასის გაზრდით, რაც ამ ომმა გამოიწვია“- ამბობენ პოლიტოლოგები. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთის კავშირები ისრაელთან საკმაოდ დაზარალდა. მოსკოვის მიერ ჰამასის დელეგაციის მიღებამ, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, ისრაელის აღშფოთება გამოიწვია.

უკმაყოფილება ორმხრივი იყო: ალექსანდრე ბენ ზვი, ისრაელის ელჩი რუსეთში, მინიმუმ ორჯერ დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებზე.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ამირ ვეიტმანმა, ლიბერტარიანული ჯგუფის თავმჯდომარემ ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიაში, განაცხადა, რომ ისრაელი ერთ მშვენიერ დღეს “დასჯის მოსკოვს თავისი პოზიციისთვის.“

"ჩვენ ვაპირებთ ამ ომის (ჰამასთან) დასრულებას... ამის შემდეგ რუსეთი პასუხს აუცილებლად აგებს", - თქვა ვეიტმანმა რუსეთის სახელმწიფო მაუწყებელ RT-სთან საუბრისას - "რუსეთი მხარს უჭერს ისრაელის მტრებს. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. ჩვენ მოვალთ, და დავრწმუნდებით, რომ უკრაინა გაიმარჯვებს"...წყარო

წაიკითხეთ ასევე: