ავტორი:

ხანძარი ქერჩის ქუჩაზე - რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში?

ხანძარი ქერჩის ქუჩაზე - რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში?

თბილისში, ქერჩის ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.