ავტორი:

მასკის ხომალდის წარუმატებელი გაშვება - SpaceX აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

მასკის ხომალდის წარუმატებელი გაშვება - SpaceX აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Starship კოსმოსში გაშვებიდან რამდენიმე წუთში წარუმატებლობა განიცადა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

Congratulations to the entire SpaceX team on an exciting second integrated flight test of Starship!

Starship successfully lifted off under the power of all 33 Raptor engines on the Super Heavy Booster and made it through stage separation pic.twitter.com/JnCvLAJXPi
— SpaceX (@SpaceX) November 18, 2023

"კომპანია SpaceX-ის უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Starship, რომელიც განკუთვნილია ასტრონავტების მთვარეზე და მის მიღმა გადასაყვანად, სავარაუდოდ, წარუმატებლობა განიცადა კოსმოსში, შაბათს, მეორე გამოცდის დროს გაშვებიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ცდა აფეთქებით დასრულდა”, - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ორსაფეხურიანი რაკეტას გაშვება ილონ მასკის კომპანიის Starbase სასტარტო მოედანზე ჰქონდა ტეხასის შტატის ბოკა-ჩიკასთან მახლობლად.

კოსმოსში დაგეგმილი 90-წუთიანი ფრენის ფარგლებში რაკეტა მიწიდან დაახლოებით, 90 კილომეტრით აფრინდა. თუმცა, Super Heavy რაკეტის პირველი საფეხური განცალკევების შემდეგ მექსიკის ყურეში აფეთქდა.

SpaceX-ის ფრენების მართვის ცენტრმა ძირითად რაკეტასთან კავშირი რამდენიმე წუთის შემდეგ დაკარგა.