ავტორი:

"ისრაელის თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან "ჰამასის" წევრებს" - ირაელის თავდაცვის მინისტრი

"ისრაელის თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან "ჰამასის" წევრებს" - ირაელის თავდაცვის მინისტრი

"ისრაელის თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან "ჰამასის" წევრებს, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სახმელეთო ოპერაციის მეორე ნაწილში ვიმყოფებით, ასევე [ღაზას] სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში ვმოქმედებთ. "ჰამასმა" ძლიერი დარტყმა მიიღო, ის მიწისქვეშა გვირაბებს, ბუნკერებს, საგუშაგოებს კარგავს… "ჰამასისთვის" მნიშვნელოვან ყველა ადგილს ვწვდებით და ვარტყამთ,” - განაცხადა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, "ჰამასის" წევრები, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან, სადაც ისრაელს სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუანონსებია, “ამას მალე იგრძნობენ.”

გალანტმა აღნიშნა, რომ იგი "ჰამასის" მძევლების ოჯახებს შეხვდა და მათი სახლში დაბრუნება უმაღლესი პრიორიტეტია. “

"ვფიქრობ, რომ "ჰამასი "[მძევლების] ოჯახებისა და ისრაელის საზოგადოების ემოციებით თამაშობს,” - განაცხადა გალანტმა.