ავტორი:

"იქ სხვა დაზარალებულებიც იყვნენ და ქირურგმა მთხოვა, მოდი, შენც იყავი ამათი ფსიქოლოგიო... ძალიან ბევრ რამეს გავუძელი..." - რას ჰყვება მაკო გომური

"იქ სხვა დაზარალებულებიც იყვნენ და ქირურგმა მთხოვა, მოდი, შენც იყავი ამათი ფსიქოლოგიო... ძალიან ბევრ რამეს გავუძელი..." - რას ჰყვება მაკო გომური

მაკო გომური ექიმ გიორგი ღოღობერიძის რუბრიკაში "როგორ გადავრჩი“ 20 ივნისის ღამეს იხსენებს და მის ახლანდელ მდგომარეობაზე საუბრობს. მაკო ამბობს, რომ მკურნალობის კურსი დაასრულა და ახლა მხოლოდ გადამოწმებაზე უწევს საავადმყოფოში მისვლა.

  • მაკო გომური

"პირველად როდესაც საავადმყოფოში გადამიყვანეს, შემოვიდნენ მთავარი ექიმები, ერთი თვალის ქირურგი, მეორე ყბა-სახის. იმდენად იცოდნენ როგორ უნდა ესაუბრათ ჩემთან, აეხსნათ სიტუაცია, როგორ უნდა ეთქვათ ჩემთვის რა მოხდა და რა პრობლემის წინაშე ვიდექი, პირველი მუხტი საავამდყოფოდან გამომყვა.

იქ სხვა დაზარალებულებიც იყვნენ და ქირურგმა მთხოვა, მოდი, შენც იყავი ამათი ფსიქოლოგიო. იცოდნენ როგორ ემუშავათ, რომ ნაკლები სტრესით გავსულიყავი იქიდან. ყოველთვის ვამბობ, რომ ამ ექიმების ძალიან მადლიერი ვარ.

დამეხმარა ოჯახიც, სახლში მიმქონდა მთელი ბრაზი და ნეგატივი და ამ ყველაფერს იტანდნენ. ძალიან ბევრ რამეს გავუძელი და მყარად დავხვდი.

  • კითხვას, თუ რას ეტყოდა იმ ადამიანს, ვისმა გასროლილმა ტყვიამაც ასე დააზარა, მაკო პასუხობს:

"არაფერს არ ვეტყოდი, მარტო მე ხომ არ ვიქნებოდი, ვისაც მისი გასროლილი ტყვია მოხვდა, არ ვიცი რა უნდა ვუთხრა, რომ ემპათიურად მიუდგეს. არ დავხარჯავდი სიტყვებს".

  • მაკომ თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა:

"ბოლოს გერმანიაში რომ ვიყავი, მითხრეს, რომ მეტი პლასტიკური ოპერაცია აღარ ჩატარდება, უბრალოდ წელიწადში ერთხელ მჭირდება ექიმთან ვიზიტი, ეს აქაც შეიძლება, რომ რამე ანთებითი პროცესი არ წავიდეს. მეორე თვალი ჯანმრთელია, უბრალოდ ერთ თვალზე რომ გადადის დატვირთვა მეღლება ხოლმე, თან სათვალეს არ ვხმარობ.

ახლა სტუდენტი ვარ, მაგრამ თვალმა ძალიან შემიშალა ხელი, ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. თან სამწვერა ნერვის ანთება განმივითარდა. ბევრჯერ დავიწყე სწავლა და მივატოვე. ახლა ისევ აღვიდგინე თავი. მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ბავშვთა ფსიქოლოგი მინდა ვიყო, არჩევანის წინაშე არასოდეს ვყოფილვარ, რომ ვაბარებდი, გააზრებულად ვიცოდი, რაც მინდოდა"