ავტორი:

"ოპერაცია ახლა დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა.." - რას წერს დაჭრილი კოსტა სანიკიძის შესახებ მისი მეგობარი

"ოპერაცია ახლა დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა.." - რას წერს დაჭრილი კოსტა სანიკიძის შესახებ მისი მეგობარი

კოსტა სანიკიძე, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსიდან" იცნობს, დაჭრეს. როგორც მისი მეგობარი, სალომე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოპერაცია ახლა დასრულდა და პაციენტის მდგომარეობა მძიმეა;

"ოპერაცია ახლა დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა.. არ ვიცი სხვას ვერაფერს გეტყვით", - წერს ბარათაშვილი.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სანიკიძეს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, როგორც შსს-ში გვითხრეს, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.