ავტორი:

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალონელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, მეწყრული პროცესები: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალონელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, მეწყრული პროცესები: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იქნება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.