ავტორი:

"გონს მოვიდა, ძლიერი ხარ, მანიაკო" - დაჭრილი კოსტა სანიკიძის მდგომარეობის შესახებ მისი მეგობარი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"გონს მოვიდა, ძლიერი ხარ, მანიაკო" - დაჭრილი კოსტა სანიკიძის მდგომარეობის შესახებ მისი მეგობარი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი კოსტა სანიკიძე, რომელიც დღეს, 19 ნოემბერს, გამტენიისას დაჭრეს, გონს მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეგობარი სალომე ბარათაშვილი ავრცელებს.

"გონს მოვიდა, ძლიერი ხარ, მანიაკო, ძლიერი", - წერს სალომე ბარათაშვილი.

ცნობისთვის, 26 წლის კოსტა სანიკიძე, რომელიც საზოგადოებამ რეალითი შოუდან, "პრაიმ ჰაუსიდან" გაიცნო, უცნობმა პირმა დაჭრა. როგორც სანიკიძის მეგობრები ჰყვებიან, თავდამსხმელი დილის შვიდ საათზე მივიდა სანიკიძის სახლში და ცივი იარაღით მუცლის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა.

სავარაუდო დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. შსს-ს ცნობით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.

კოსტა სანიკიძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ იყო შეფასებული.