ავტორი:

12 წლის ლიელის გარდაცვალება დადასტურდა - "ჰამასის" ტერორისტებმა ის ძმასთან, დეიდასთან და ბაბუასთან ერთად მოკლეს, მათი სახლი კი დაწვეს

12 წლის ლიელის გარდაცვალება დადასტურდა - "ჰამასის" ტერორისტებმა ის ძმასთან, დეიდასთან და ბაბუასთან ერთად მოკლეს, მათი სახლი კი დაწვეს

კიბუც ბეერში ტერორისტების მიერ მოკლული 12 წლის ლიელის ნეშტი იდენტიფიცირებულია. გოგონას სიმბოლური დაკრძალვა რამდენიმე დღით ადრე შედგა.

კიბუც ბეერში მომხდარი ხოცვა-ჟლეტიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა 12 წლის ლიელ ჰეცრონის გარდაცვალება, ის 7 ოქტომბერს "ჰამასის" ტერორისტებმა მის ტყუპ ძმასთან, დეიდასთან და ბაბუასთან ერთად მოკლეს. იდენტიფიკაციის პროცედურა სიძველეთა სამმართველოს არქეოლოგებმა ჩაატარეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა კვირას, 19 ნოემბერს.

ლიელის სიმბოლური დაკრძალვა რამდენიმე დღით ადრე, 15 ნოემბერს შედგა. ასობით ადამიანი დაემშვიდობა ლიელს და მის დეიდას აიალას ცერემონიაზე, რომელიც კიბუც ბეერის დროებით სასაფლაოზე გაიმართა.

ლიელი და აიალა გოგონას ტყუპ ძმასთან, იანაისთან და ბაბუასთან ამირ ჰეცრონთან ერთად მოკლეს. ვინაიდან დაკრძალვის დროს გოგონას ნეშტი ვერ იპოვეს, ოჯახმა გადაწყვიტა მისი პირადი ნივთები დაეკრძალა.

გოგონას მამა თავდასხმის პირველ წუთებში მოკლეს. შეიარაღებულმა პირებმა ბავშვები, მათი მამიდა და ბაბუა გაიტაცეს და ბეერის რამდენიმე სხვა მცხოვრებთან ერთად დახოცეს და სახლი, სადაც ტყვეები ჰყავდათ, დაწვეს.

ლიელის დედა, შირა ჰეცრონი ტყუპებზე ორსულობის ბოლო თვეში დაიღუპა. ტყუპები სასწრაფო საკეისრო კვეთის შემდეგ დაიბადნენ. შირა მშობიარობის შემდეგ არასოდეს მოსულა გონს, ბავშვებს მამა, დეიდა და ბაბუა ზრდიდნენ. ლიელსა და იანაისზე მთელი კიბუცის ბეერი ზრუნავდა.

ომის 39-ე დღეს ჰეცრონის ოჯახის ახლობლებმა გადაწყვიტეს, ლიელის გარდაცვალების ოფიციალურ დასკვნას არ დალოდებოდნენ და მისთვის სიმბოლური პანაშვიდი მოეწყოთ.

"დამწვარი სახლიდან ცოცხალი არავინ გამოსულა", - თქვა ომრი შიფრონმა, ლიელის ნათესავმა Ynet-თან ინტერვიუში. „ჩვენ საერო ოჯახი ვართ. დანაკარგის გაცნობიერება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი დოკუმენტი. მინდა დავემშვიდობო ლიელს, ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელია“.