ავტორი:

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 28 ახალშობილის ევაკუაცია განხორციელდა

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 28 ახალშობილის ევაკუაცია განხორციელდა

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 28 ახალშობილის ევაკუაცია განხორციელდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბავშვებს ეგვიპტეში გადაიყვანენ, სადაც მათ სამედიცინო დახმარება ჩაუტარდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრი ჩვილების მიმღებ ჯგუფის ნაწილთან ერთად აეროპორტში (ღაზის საზღვრიდან დაახლოებით 30 მილის დაშორებით) იმყოფება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ირწმუნებიან, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ მთავარი სამეთაურო ცენტრია განთავსებული და რომ ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე შენობაში ისრაელიდან გატაცებული ორი მძევლის ცხედარი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფო დაბომბეს - ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაიღუპა 12 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.