ავტორი:

პირველად, მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დაფიქსირდა - გახდება თუ არა ეს მოვლენა ახალი რეალობის დასაწყისი

პირველად, მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დაფიქსირდა - გახდება თუ არა ეს მოვლენა ახალი რეალობის დასაწყისი

პირველად, მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დაფიქსირდა, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელი იყო. შუქი იმდენად კაშკაშაა პოლარულ რეგიონებში, რომ მკვლევარებმა შესაძლოა, მისი გამოყენებაც კი შეძლონ იმის დასანახად, არის თუ არა ღამე ღრუბლები.

"ეს დაკვირვებები მოულოდნელი და საინტერესოა წითელ პლანეტაზე მომავალი მოგზაურობისთვის“, - ამბობს პლანეტოლოგი ჟან-კლოდ ჟერარი ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტიდან.

დღის განმავლობაში, მზის შუქი ყოფს მოლეკულებს პროცესით, რომელსაც ფოტოდისოციაცია ეწოდება. თუმცა, ატმოსფეროს ღამის მხარეს, მზის მკაცრი რადიაციისგან მოშორებით, ფხვიერი ატომები შესაძლოა, გაერთიანდნენ მოლეკულებად და ჭარბი ენერგია ფოტონების სახით გაათავისუფლონ.

  • დედამიწაზე, ღამის ნათება კოსმოსიდან, მწვანე, ოქროსფერი და მოწითალო სინათლის ფენების სახით ჩანს. მაგრამ სხვა პლანეტებზე ყველაფერი ნაკლებად სანახაობრივია, ყოველ შემთხვევაში, ადამიანის თვალისთვის. ვენერაზე ღამის ნათება ინფრაწითელია, იუპიტერზე სიკაშკაშე უფრო ულტრაიისფერი და ცვალებადია.

მკვლევარების თქმით, ეს არის შედეგი იმ ჟანგბადის ატომებისა, რომლებიც ტრანსპორტირებულია მარსის მზიანი დღიდან, ისინი შეერევა ჟანგბადს, რომელიც ამ პროცესში ასხივებს ბზინვარებას და ხდება საკმარისად კაშკაშა, რათა მიწიდანაც ჩანდეს.

მარსს ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს და იმის გარკვევა, თუ რა არის მასში, დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ და სად წავიდა ატმოსფეროს დანარჩენი ნაწილი, ასევე იმის გარკვევაშიც, თუ რატომ არის დედამიწის მსგავსი სამყარო მშვენიერი და სიცოცხლისუნარიანი. და როგორ დარჩა ზოგი პლანეტა ამ მშვენების მიღმა - ყველაფერი ეს პასუხია მეცნიერების კითხვებზე, რომლებიც სასიცოცხლო სამყაროებს გალაქტიკაში მუდმივად ეძებენ.

და რა თქმა უნდა, იმის ცოდნა თუ როგორ მუშაობს მარსზე ატმოსფერო, არის ის, რაც სარგებელს მოუტანს მომავალ მკვლევარებს. ისინი თვლიან, რომ ეს დაკვირვებები გზას უხსნის მარსის ატმოსფერული ცირკულაციის სამომავლო გლობალურ დაკვირვებებს უფრო მარტივი და ბიუჯეტური ხელსაწყოებით...წყარო

ავტორი ეკა დარჩიაშვილი