თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი და „ქამელეონი“ წარმოგიდგენთ: დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2023 - დამოუკიდებელი საქართველოს დრამატურგია - ქართველი ავტორები.
ფესტივალი ჩატარდება 25 და 26 ნოემბერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში 16:00-19:00.
მაყურებელი იხილავს ქართული დრამატურგიის 30-წლიან პანორამას, 10 დრამატურგის შემოქმედების კვალდაკვალ.
მოხდება ავტორთა პიესების თეატრალური წაკითხვა.
მაყურებელი ცოცხლად შეხვდება ცნობილ ქართველ დრამატურგებს:
თეატრმცოდნეები და მკვლევრები ისაუბრებენ ბოლო 30 წლის ქართული დრამატურგიის დინამიკაზე, პრობლემებზე, სტილებზე, პერსონაჟებზე, სიუჟეტზე და ა.შ.
ფესტივალის ყოველი დღის ბოლოს იქნება ფურშეტი, სადაც მაყურებელი შეძლებს ბოკალით ხელში ჩაუღრმავდეს მისთვის საინტერესო თემას, ესაუბროს უშუალოდ ავტორებსა და სხვა მონაწილეებს.
ფესტივალის მეორე დღეს - 26 ნოემბერს მოხდება დაჯილდოვება ესეების კონკურსის გამარჯვებულისა, თემაზე - „რა შემატა ქართულ დრამატურგიას ბოლო 30 წელმა და რა არის უახლესი ქართული დრამატურგიის სათქმელი?“
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტ ალტერ-ბრიჯის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
დასწრება თავისუფალია
R