ავტორი:

პრეზიდენტის ძაღლი, ცნობილი გომბორა დაიკარგა - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?

პრეზიდენტის ძაღლი, ცნობილი გომბორა დაიკარგა - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?

"დაგვეკარგა გომბორა, მზიური/ჭავჭავაძის მიდამოებში. ნაცრისფერი ყელსაბამი უკეთია. შეგვეხმიანეთ, თუ ნახავთ, ტელ: 599046707", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილმა გომბორა 2019 წელს შეიფარა, ეს ამბავი საზოგადოებამ იმჟამადაც სოციალური ქსელიდან შეიტყო.

"ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა. საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა… წამოვიყვანე და დღეს "პრეზიდენტის ძაღლია” და მისი ერთგული მეგობარი: ბედმა გაუღიმა და მეც. დღეს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა - გომბორასნაირი ბევრია, ვინც ასე გზაზე გველოდება”, - წერდა იმჟამად სალომე ზურაბიშვილი.

  • განახლება:

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, პრეზიდენტმა დაწერა, რომ გომბორა იპოვეს.