ავტორი:

უბედური შემთხვევა რობი უილიამსის კონცერტზე - ქალმა სკამებზე გადაბიჯება სცადა, რის შედეგადაც ტრავმა მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა რობი უილიამსის კონცერტზე - ქალმა სკამებზე გადაბიჯება სცადა, რის შედეგადაც ტრავმა მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა

გასულ კვირას, რობი უილიამსის კონცერტის დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად მძიმედ დაშავებული ქალი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სიდნეის სენტ ვინსენტის საავადმყოფოს სპიკერი ადასტურებს.

70 წლამდე ასაკის ქალმა თავის სერიოზული ტრავმა მას შემდეგ მიიღო, რაც ის 6 რიგით ქვემოთ ჩამოვარდა. ტრაგიკული შემთხვევა შოუს დასრულების შემდეგ მოხდა. როგორც თვითმხილველები მედიასთან ყვებიან, ხალხი უკვე სტადიონიდან გადიოდა, რა დროსაც 60 წელს გადაცილებულმა ქალმა კიბის ნაცვლად, სკამებზე გადაბიჯება სცადა.

მას სკამზე ფეხი აუცდა, რის შემდეგაც, სკამებზე დაგორდა. ის სასწრაფოთი ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას შემდეგ, ის ინდუცირებულ კომაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს და დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

მომღერლის წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა