ავტორი:

"უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს" - ზელენსკის განცხადება და პასუხი კრემლიდან

"უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს" - ზელენსკის განცხადება და პასუხი კრემლიდან

უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი მიწა“, - უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.

ინტერვიუს დროს, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ასეთი 5-6 მცდელობა მაინც ყოფილა.

ზელენსკის სიტყვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

"უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი მუქარა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათ“, - განაცხადა პესკოვმა.